Tag Archive: საზოგადოება


ქართული დემოკრატია

ხშირად მიფიქრია იმაზე თუ როგორი მართველობითი სტლი მოერგებოდა ქართულ რეალობას. თანამედროვე მსოფლოში საუკეთესოდ მიიჩნევა დემოკრატილუი წყობილება, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი იმას, რომ დემოკრატია საქართველოში მყარად მოიკიდებდა ფეხს. საქართველოში განვითარებულმა ბოლო წლების მოვლენებმა ეს ეჭვები დაადასტურა. რატომღაც ყვლა გაიძახის, რომ დემოკრატიული საზოგადოება უნდა შეიქმნას. მაგრამ იმაზე არავინ მსჯელობს თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებას მიიღის დემოკრატიული ღირებულებები.

მსოფლიოში მრავლადაა ერები, რომლეშიც დემოკრატიის დამყარენა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომლებიც საერთოდ ვერ ახერხებენ  დემოკრატიისთვის ხორცშესხმას და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ ცდილობენ ამ მხრივ განვითარებას, რადგანაც დემოკრატიული მმართველობა, მათ მენტალობასთან თუ სარწმუნოებრივ მრწამსთან წინააღმდეგობაში მოდის. ქართულ მენტალობაში მრავლადაა ისეთი ნიუანსი, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას: ეს იქნება სარწმუნოებრივი შეუწყნარებლობა(ამ მხრივ მუსულმანურ ქვეყნებზე უკეთესი მდგომარეობა სასურველს არ ნიშნავს), თუ რასისტული დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ. მაგრამ მთავარ ფაქტორად მაინც სხვა თვისებას მივიჩნევ. ჩვენ, ქართველები, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ერი ვართ. ეს არცაა გასაკვირი, თუმცა, როგორც სხვა საკითხებში ზომიერად ამ შემთხვევაშიც ვერ ვაზროვნებთ და ჩვენ განსაკუთრებულობის დადასტურებად ღვთიური კავშირებიც მოგვყავს. ეს ზედმეტად განსაკუთრებულობის შეგრძნება, ჩვენდაუნებურად, შიდა საზოგადოებრივ, პირად ურთიერთობებშიც ვლინდება. უმეტესობა ფიქრობს, რომ ყველაფერი სხვაზე უკეთესად გამოსდის, თითოეულმა ინდივიდმა შეიძლება აღიაროს ოპონენტის უპირატესობა კონკრეტულ საკითხში, მაგრამ მისი ქვეცნობიერი ამას არ არასდროს ეთანხმება. ასეთი დამოკიდებულება კი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად ღირებულებებს, რადგანაც დემოკრატია და მისი მართვის სტილი გულისხმობს თანასწორულ თუ სოლიდარულ ურთიერთთანამშრომლობას.

არსებობს მეორე რეალობაც,  ქართული საზოგადოება ვერც ტოტალიტარიზმს ეგუება, რომლის მაგალითებიც მრავლადაა ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. სწორედ, ეს არგუმენტი მოჰყავს ზოგიერთს იმის გასამართლებლად, რომ ქართული საზოგადოება თითქოს დემოკრატიული აზროვნებისაა. პარადოქსია, მაგრამ ტოტალიტარიზმის ხელისშემშლელ ფაქტორადაც განსაკუთრებულობის შეგძნება გვევლინება. საზოგადოების(და მათ შორის ჩემი) სურვილი დემოკრატიული წყობილების შექმნაა, რასაც, სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვუყურებ არა იმიტომ, რომ ხელისუფლება არ არის მოწედების სიმაღლეზე, არამედ იმის გამო, რომ თვით ქართული საზოგადოება არ არის ამისთვის მზად. პრობლემის სათავად ქართველი კაცის გაუმართლებელ სიამაყესა და საკუთარი თვის წარმოჩენის გაძლიერებულ სურვილს მივიჩნევ.

ნებისმიერი იმსახურებს იმას, რაც აქვს!..

რწმენა???

“ბრმად რწმენა და თაყვანისცემა იგივე კერპთაყვანისმცემლობაა – მონობაზე უარესი მონობაა”.
ილია ჭავჭავაძე

ეს გამონათქვამი ნათლად ასახავს თანამედროვე ქართულ რეალობას. საქართველოში ეკლესიასა და ხალხს შორის ურთიერთობა გამაღიზიანებელია, მაშინ როცა ცივილიზებულ ქვეყნებში ნათლად არის გავლებული ხაზი ეკლესიასა და ერს შორის. ქართული საზოგადოებაც და ეკლესიაც ჯერჯერობით ძიების პროცესშია.მე ამ პროცესების დაულაგებლობის მიზეზი უფრო ხალხში მგონია და არა ეკლესიაში. ჩვენი ქვეყნის 60–70% თითქოს ღვთისმოშიშია და უფლის გმობას საკუთარ შეურაცყოფასთან აიგივებს, მაგრამ მხოლოდ მათ მცირე ნაწილს თუ აქვს გათვითცნობიერებული თუ რატომ აქვთ რწმენა ღვთის მიმართ. ყოველი ინდივიდი უნდა გრძნობდეს თავისი რწმენის ობიექტს. უფლისადმი საყოველთაოდ დასადგურებული შიში  იწვევს მონურ დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ.  ეკლესიას, რომელიც მრევლის რაოდენობით არ მოიკოჭლებს,  თითქოს  აქვს ავტორიტეტი, მაგრამ მას რეალური ქმედების განხორციელება არ შეუძლია. ის კრიტიკულ შემთხვევაში ვერ გრძნობს მასის მხარდაჭერას, ეს  სწორედ საზოგადოებაში მტკიცედ ფეხმოკიდებული ბნელი  აზროვნებისა  და რწმენის შედეგია. უფლის სახლს გათვითცნობიერებული და მცოდნე მრევლი ძალიან მცირე რაოდენობით ჰყავს.

ქართველები ყველა საკითხში ემოციებით ვმოქმედებთ, და ამის შედეგი ჩანს არამარტო ეკლესიასთან მიმართებაში არამედ სხვა სფეროებშიც, – განსაკუთრებით პოლიტიკაში. უცოდინრობაზე დაფუძნებული რწმენა არამყარია, საბოლოოდ იმედგაცრუებას იწვევს ადამიანში. ინდივიდი ცდილობს მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ფიქრობს მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენაზე, ცდილობს იყოს ყველაფერში პირველი და ყურადღებას არ აქცევს მის რეალურ შესაძლებლობებს. როცა საზოგადოებაში უმეტესობა ასე აზროვნებს, მეტიც, რეალურად ვერც კი ამჩნევს მის ნაკლოვანობებს და რასაკვირველია არ ისწრაფვის  მისი აღმოფხვრისაკენ. ის ვერასოდეს შეძლებს ცივილიზირებულ საზოგადოებაში დამკვიდრებას. საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი იმიტომაა რაგინდარა აზრის თუ იდეის მატარებელი, რომ ”უმეტესობა ასე ფიქრობს“, „მშობლებმა ასე უთხრეს,“ „ასეა მისაღები“… ასეთი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

გუშინ ექიმთან ერთად მივაბიჯებდი, რომელმაც ეკელსიასთან მიახლოვებისას დიდის კრძალვით გადაისახა პირჯვარი. ჩემს კითხვაზე სწამდა თუ არა ღმერთი, მან მიპასუხა, რომ ათეისტია…