ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს სოფელ მუხურში. წერდა ლექსებს როგორც ქართულ ასევე მეგრულ ენაზე.პირადად ჩემი აზრით ის იყო ერთ–ერთი უძლიერესი მწერალი. მისი წერის სტილის შესაძლოა ვუთოდოთ იდეალისტური და რომანტიკული, მაგრამ ამავე დროს ხშირია პატრიოტული სულისკვეთების გამოძახილი. უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 2004 წელს. მე გადავწყვიტე რომ დავდო ნაწყვეტები  მისი ლექსებიდან, რათა შეგექმნათ მცირედი წარმოდგენა მაინც ამ მართლაც გამორჩეულ მწერალზე ქართული პოეზიის სივრცეში.

აგვისტოს შვიდი

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი…
და როგორც დანით გაჭრილი თითი
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.

ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.

საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?!
გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე
და წვიმა თავის თავს ასველებდა.

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი…
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ბაგეზე შემრჩა შენი სახელი.

***********************************
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა – ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი…
***********************************

პოეტი სიკვდილის წინაა დაწერილი. . .

Advertisements